ღონისძიება

გაკვეთილის გეგმები

 
,,ყველაზე ძლიერი მსოფლიოში''











 


















მზის შვილები"
,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს"

გაკვეთილის გეგმა:
 რესურსები:
,,ანბანის სამეფოში'' 

გაკვეთილის გეგმა:
https://docs.google.com/document/d/1x_WWBtolMuhaFetc2r65XvyBolUcvogUozXpuJQRFTc/edit


გაკვეთილის თემა
ი და ა ასო ბგერების გაცნობა
სწავლების საფეხური/კლასი
I
საგანი
ქართული
მოსწავლეთა რაოდენობა
14
გაკვეთილის მიზანი
ü  ი და ა აო-ბგერების გაცნობა;
ü  მეტყველების განვითარება;
ü  ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
ü  გრაფიკული ჩვევების ფორმირება;
ე.ს.გ.
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ: I.1
ქართ: I.2
ქართ: I.4
ქართ: I.6
წინარე ცოდნა
ü  გამომუშავებული აქვთ საწყისი ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
ü  შეუძლიათ სიტყვის დეკოდირება;
ü  გამომუშავებული აქვთ წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები;
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
ü  ინდივიდუალური;
ü  წყვილებში;
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
ü  საუბარი ილუსტრაციის გარშემო;
ü  ხმამაღლა ფიქრი;
ü  ზეპირ სიტყვებში ბგერების იდენტიფიცირება;
ü  ზეპირი ტექსტის მიხედვით ილუსტრაციაზე მითითება და პირიქით;
ü  მე-კალამი
ü  საჩვენებელი კითხვა;
სასწავლო მასალა და რესურსები:
ü  ილუსტრაციები;
ü  დავალების ბარათები;
ü  ზღაპარი ,,ანბანეთის სამეფო’’
ü  კომპიუტერი;
გაკვეთილის მსვლელობა(სამფაზიანი მოდელის მიხედვით).
I ფაზა
 მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ზღაპრით,, ანბანეთის სამეფო’’.მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
ილუსტრაციებზე დაკვირვებით, მოსწავლეები აქტივობა ,,მე  კალამი’’,-ს გამოყენებით ,მასწავლებლის დახმარებით ადგენენ მოთხრობას ,,ია’’. მოთხრობის შექმნის დროს მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ü  რამდენი ბავშვია სურათზე ?
ü  2 როგორი რიცხვია კენტი თუ ლუწი ?
ü  სად ხდება მოქმედება ?
ü  რა არის ბუნება და რამდენგვარია ის ?
ü  დავასახელოთ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მაგალითები;
შედგენილი მოთხრობიდან  მასწავლებელი ირჩევს სიტყვებს და ბავშვები მარცვლიან ერთად. იხსენებენ დამარცვლის წესს. მოსწავლეები ასოციაციური რუკის დახმარებით ახასიათებენ იას.
მასწავლებელი ბავშვებს ახსენებს
 გაკვეთილის მიზანს და ეკითხება სტუმრებს ,იმსახურებენ თუ არა ანბანის სამეფოში შებრძანებას?
მასწავლებელი დაფაზე აკრავს წინასწარ მომზადებულ აპლიკაციას ქართული ასო-ბგერებით და ანაბანის სიმღერის თანხლებით.
II ფაზა
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
ü  რა  დაგვხდათ ანაბანის სამეფოში?
ü  რამდენი ასო-ბგერაა ქართულში?
ü  რამდენია ხმოვანი ? თანხმოვანი?
ü  როგორ გამოვსახავთ მათ გრაფიკულად ?
ü  ვინ შექმნა ქართული ანბანი ?
ü  რა იცით ფარნავაზის შესახებ?
აჩვენებს მათ ფარნავაზის ფოტოს  და ესაუბრება ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე.ამის შემდეგ  მასწავლებელი არკვევს რა იციან იაკობ გოგებაშვილის შესახებ და აჩვენებს მათ იაკობის სახლ-მუზეუმის ფოტოებს; უყვება მათ დედა ენის პირველი ასოების შექმნის ისტორიას ..მთელი კლასი ერთად ყვება ლექსს ,,იაკობ გოგებაშვილი’’, ,,დედა ენა’’.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ი და ა ასო-ბგერებს და უხსნის მათ მოხაზულობას.
დაფაზე გაკრული პოსტერზე მასწავლებელი საჩვენბლად კითხულობს ,,ია ‘’-ს შემდეგ კი კითხულობს მთელი კლასი ერთად.
III ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ მომზადებულ დავალების ბარათებს ,მათ უნდა ამოწერონ ი და ა ასო-ბგერა.დარიგების პროცესში მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ი და  ა ასო-ბგერებზე დაწყებული სიტყვები და ანდაზები.
დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წყვილებში სამუშაოს,მოსწავლეები აკავშირებენ  საგნებს პირველ ასო-ბგერასთან და აკეთებენ პრეზენტაციას.
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,ურიგებს მოსწავლეებს სამახსოვრო ბარათებს.


პრეზენტაციის მასალა


დედის დღე
პრეზენტაცია და ვიდეო-რესურსი

 

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
გაზაფხულის პირველი დღესასწაული ,,დედის დღე’’.
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური .I კლასი
საგანი/საგნები
ქართული;ბუნება
მოსწავლეთა რაოდენობა
14
გაკვეთილის მიზანი
  • წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელი მოვლენების ამოცნობა;
  • მეტყველების განვითარება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • ფანტაზიის უნარის განვითარება;
  • საკუთარი აზრის გამოთქმის და დასაბუთების უნარის განვითარება.
ე.ს.გ.
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ: I.1  ბუნ. I.2
ქართ: I.2  ბუნ. I.4
ქართ: I.4
ქართ: I.6
წინარე ცოდნა
  • გამომუშავებული აქვთ წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები;
  • იციან წელიწადის დროები;
  • შეუძლიათ კითხვა და წერა;
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
  • ინდივიდუალური;
  • ჯგუფური;
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
  • საუბარი ილუსტრაციის გარშემო;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • ხმამაღლა ფიქრი;
  • ვარაუდების სქემა;
  • ასოციაციური რუკა;
სასწავლო მასალა და რესურსები:
  • ილუსტრაციები;
  • დავალების ბარათები;
  • ფორმატის ქაღალდები;
  • მისალოცი ბარათები;
  • სიგელები;
გაკვეთილის მსვლელობა(სამფაზიანი მოდელის მიხედვით).
I ფაზა
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს მისალმებით და გაკვეთილის თემის გაცნობით .სვამს ფრონტალურ კითხვებს:
  • რა არის ბუნება და რამდენგვარია ის ?
  • დავასახელოთ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მაგალითები;
  • რა ჰქვია ჩვენს საერთო სახლს ?
  • რის გარშემო მოძრაობს დედამიწა?
  • რა არის წელიწადი ? 
  • რამდენი დრო აქვს წელიწადს?ჩამოვთვალოთ.  
  • იცვლება თუ არა გარემო ჩვენს ირგვლივ წელიწადის სხვადასხვა დროს ?
  • რით აღვიქვამთ ამ ცვლილებებს?
მასწავლებელი ბავშვებს ამზადებს ჯგუფური მუშაობისათვის .ახსენებს მათ ჯგუფური მუშაობის წესებს . ბავშვებმა უნდა ამოიღონ ყუთიდან დავალების ბარათები ,ამოიცნონ და დაახასიათონ წელიწადის დრო სურათის მიხედვით და შეადგინონ წინადადება. 
  კგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვები აკეთებენ პრეზენტაციას. 
II ფაზა
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
  • რომელი დრო დაგვრჩა დაუხასიათებელი ?
  • რომელია გაზაფხულის თვეები ?
  • როგორია გააზაფხული ?
დაფაზე ივსება ასოციაციური რუკა გაზაფხულის შესახებ . 
  • რას აღვნიშნავთ გაზაფხულზე?
  • რომელია გაზაფხულის პირველი დღესასწაული ?
  • რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს გაზაფხულზე ?

III ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება დედის კულტის შესახებ . იგი მოსწავლეებს უკითხავს მოთხრობას ,, ლამაზი დედა’’ და ავსებენ ერთად ვარაუდების სქემას.  მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ბავშვები საუბრობენ დედაზე . 
  ივსება ფორმატზე დახაზული სქემა :,, ჩემი დედიკო არის ყველაზე’’....ბავშვები გამოდიან წყვილებად და წერენ ერთი სიტყვით  თუ როგორია მათი დედიკო . 
  ამის შემდეგ მოსწავლეები გადასცემენ მშობლებს მისალოც ბარათებს და სიგელებს. 

ვაჟა-ფშაველა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი''




      
მასწავლებელი/ს
კელენჯერიძე თამუნა

გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური
დაწყებითი.IV   კლასი
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
  • ადამიანისა და ცოცხალი ბუნების ურთიერთობაზე დაკვირვება;
  • მხატვრული ტექსტისა აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები /ინდიკატორები
IV.1
IV.2
IV.6
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)/
ორგანიზაციის ფორმა-ჯგუფური;ინდივიდუალური;
გაკვეთილი ტარდება შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით.
აქტივობა №1 - 10 წთ. ორგანიზაციის ფორმა-ინდივიდუალური
მუშაობა.
№1  აქტივობა მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ,მოსწავლეები ავსებენ ცხრილს რა ვიცით ვაჟა-ფშაველას  მოღვაწეობის შესახებ.
 №1 აქტივობის ღწერა:მასწავლებელი ქმნის საგაკვეთილო
განწყობას.ბავშვებს აცნობს გაკვეთილის მიზანს,ჯგუფში
მუშაობის წესებს,შეფასების რუბრიკ.მოსწავლეები იხსენებენ ვაჟას მოღვაწეობას. მასწავლებელი ესაუბრება ვაჟა-ფშაველაზე.აჩვენებს ვიდეოს  მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ .
მასწავლებელი იწყებს ტექსტზე მუშაობას სათაურის განხილვით:
  • რას გვეუბნება სათაური ?
  • როგორი გრძნობა დაგეუფლათ ?
  • რომელ პირშია თხრობა ? რატომ ?
აქტივობა №2: 10წთ 
ორგანიზაციის ფორმა -ჯგუფური
№2 აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ჯგუფრად ტექსტზე დაკვირვებით  ადგენენ გეგმას და ახასიათებენ მოქმედ პირებს.
№2 აქტივობის აღწერა:მასწავლებელი ყოფს ჯგუფებს ,ახსენებს მათ ჯგუფში მუშაობის წესებს . მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფის კაპიტნები
აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა №3. 15წთ
№3 აქტივობის მიზანი: ვიდეოსა და გაკვეთილზე დაყრდნობით მოსწავლეები საუბრობენ ადამიანის დამოკიდებულებაზე ბუნებისადმი და  ქმნიან ლოზუნგებსა და ჩანახატებს.
№3 აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  აჩვენებს ვიდეოს ,,ადამიანის დამოკიდებულება ბუნებისადმი’’ . მოსწავლეები ვიდეოს განიხილავენ ჯგუფებში და ასრულებენ დავალებას.
შეჯამება :7 წთ
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და სვამს კითხვებს:
რა ისწავლეთ ახალი ამ გაკვეთილზე?გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობებიდან რომელი
მოგეწონათ ყველაზე მეტად?
მოსწავლეები გაკვეთილს აჯამებენ სტრატეგიით ,,3,2,1;’’
3 რამ რაც ყველაზე მეტად მომეწონა;
2 რამ რის შესახებაც მეტი მინდა რომ ვიცოდე;
1 რამ რაც ბუნდოვანი დამრჩა;
თავიანთ მოსაზრებებს მოსწავლეები წერენ სხვადასხვა ფერის
წებოვან ფურცლებზე და აკრავენ წინასწარ გამზადებულ
თაბახის ფურცლებზე.
შეფასება:3წთ
მოსწავლეების შეფასებისას მასწავლებელი იყენებს
განმავითარებელ შეფასებას,ისინი ფასდებიან წინასწარ
შექმნილი შეფასების რუბრიკით.
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან ჯგუფურად და ინდივიდუალურად
ჩართულობის, ახალი და ძველი მასალის გააზრების,ანალიზის,
შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპი განმავითარებელი. შეფასების რუბრიკა იხ.
დანართი1.
საჭირო სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო;ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები,მარკერები,
ილუსტრაციები,ვიდეო-
რგოლი,კომპიუტერი,პროექტორი;პროგრამები(PowerPoint,google,
youtube).

დანართი 1

შეფასების კრიტერიუმები
დამაკმაყოფი
ლებელი
კარგი
ძალიან კარგი
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ,მოსწავლეები ავსებენ ცხრილს რა ვიცით ვაჟა-ფშაველას  მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს ვაჟას მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ასპექტები მაგრამ  ვერ ახერხებს უშეცდომოდ საუბარს.
მოსწავლე
ნაწილობრი
ვ სწორად
იყნებს წინარე ცოდნას ვაჟასთან დაკავშირებით .
მოსწავლე
იყენებს
წინარე
ცოდნას და უშეცდომოდ საუბრობს  ვაჟას  მოღვაწეობის შესახებ .
მოსწავლეები ჯგუფრად ტექსტზე დაკვირვებით  ადგენენ გეგმას და ახასიათებენ მოქმედ პირებს.
მოსწავლე ახასიათებს მოქმედ პირებს მაგრამ არ შეუძია გეგმის შედგენა .
მოსწავლე ნაწილობრივ სწორად ადგენს გეგმას და ახასითებს მოქმედ პირებს.
მოსწავლე უშეცდომოდ ადგენს გეგმას და ახასითებს პერსონაჟებს.
ვიდეოსა და გაკვეთილზე დაყრდნობით მოსწავლეები საუბრობენ ადამიანის დამოკიდებულებაზე ბუნებისადმი და  ქმნიან ლოზუნგებსა და ჩანახატებს.
მოსწავლე ქმნის ლოზუნგებსა და ჩანახატებს ,მაგრამ ვერ მსჯელობს ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირზე.
მოსწავლე ქმნის ლოზუნგებსა და ჩანახატებს , და მასწავლებლის დახმარებით მსჯელობს ადამიანსა და ბუნებაზე.
მოსწავლე ქმნის ლოზუნგებსა და ჩანახატებს და უშეცდომოდ მსჯელობს ადამინისა და ბუნების ურთიერთობაზე.



გაკვეთილის თემა
მზის სისტემა
დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური
დაწყებითი.IV კლასი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბუნ.IV.8.მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
  • იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას.
  • აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს,რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.
გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლემ შეძლოს დაასახელოს და აღწეროს ზოგიერთი კოსმოსური სხეული და იმსჯელოს მათ შორის განსხვავებებზე;
  • შეძლოს მოთხრობის შედგენა თემაზე:       " ჩემი მოგზაურობა მზის სისტემაში'' .
            
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეს აქვს წარმოდგენა ციურ სხეულებზე, კოსმოსზე, გალაქტიკაზე.
გაკვეთილის მსვლელობა/აქტივობის მიზნები
გამოწვევა-(საფეხური A) 5წთ.
    მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით დაფაზე ვადგენ ასოციაციურ რუკას "კოსმოსი." მოსწავლეები დაფაზე წერენ და განმარტავენ  ყველა იმ სიტყვას რაც ისწავლეს და კოსმოსთან არის დაკავშირებული( მაგ.პლანეტა, მზე, მთვარე, გალაქტიკა. ასტეროიდი, მეტეორიდი, კომეტა, სამყარო, ბუნებრივი თანამგზავრი, მზის სისტემა). 
 შინაარსის რეალიზება-(საფეხური B) 15წთ.
   აქტივობა 1. ”როგორია მზის სისტემა ?”
აქტივობის მიზანი:მოსწავლემ  შეძლოს  მზის სისტემაში შემავალი პლანეტების დასახელება და დახასიათება.
მიმდინარეობა:
   კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.  თითოეულ ჯგუფს ვურიგებს მზის სისტემის ილუსტრაციას  და კონვერტს, რომელშიც არეულად აწყვია პატარა ბარათები პლანეტების სახელების წარწერებით. ასევე  პლანეტების მახასიათებლების ცხრილი.
 ჯგუფებს მიეცემათ სხვადასხვა დავალება:
1–ლი ჯგუფი:
 გაეცნონ მიცემულ მასალას და ცხრილს. დაალაგონ  პლანეტები  სიდიდის მიხედვით და დააწებონ ფურცელზე.
მე–2 ჯგუფი:
 გაეცნონ მიცემულ მასალას და პლანეტები დაალაგონ მზისგან დაშორების მიხედვით. ფურცლის ერთ ნაწილზე დახატონ მზე და პლანეტების სახელწოდებიანი ბარათები თანმიმდევრობით დააწებონ.
   მე–3 ჯგუფი: 
  გაეცნონ მიცემულ  მასალას და ცხრილის  მიხედვით დაალაგონ პლანეტები თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით. ბარათები დააწებონ ფურცელზე.
  მუშაობის დასრულების შემდეგ  ჯგუფის კაპიტნები გააკეთებენ პრეზენტაციას. 

         რეფლექსია-( საფეხური C) 20წთ
  აქტივობა 2 .მოთხრობის შედგენა.
აქტივობის  მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ აღწერონ ასტრონავტის ჩაცმულობა,რისთვის სჭირდება მას ჩაფხუტი  დამცავი მინა,რადიოანტენა,ფოტო და ვიდეო კამერა?
  მოსწავლეები ინდივიდუალურად  აღწერენ რომელ პლანეტაზე იმოგზაურეს,რა ნახეს იქ ,რა პირობებში მოხვდნენ ? დაჭირდათ თუ არა სკაფანდრის გამოყენება ? როგორი ამინდი დახვდათ,როგორ დაბრუნდნენ დედამიწაზე და ა.შ. 
 შეფასება-5წთ. 
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო, ვიდეორგოლი, სურათები, ცხრილი.
 დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, პროგრამები(Word, PowerPoint,google, ). 
ორგანიზების ფორმები
მოსწავლეები დავალებას ასრულებენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად. 
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ განსაზღვრული შეფასების რუბრიკით. 



Комментариев нет:

Отправить комментарий